top of page
Search

უფლისციხე

  • Writer: Students Archaeologyclub
    Students Archaeologyclub
  • May 18, 2020
  • 2 min read



შესავალი

შიდა ქართლში, ქალაქ გორთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, კლდეში ნაკვეთი მრავალფუნქციუი კომპლექსი, უფლისციხე. ის ერთ-ერთია საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კლდოვანი ძეგლებიდან. აქ ელინისტური ხანიდან ადამიანის მოღვაწეობის კვალი შეიმჩნევა. უფლისციხე გამორჩეულია თავისი კლდოვანი არქიტექტურით.



უფლისციხის მრავალფუნქციური კომპლექსი

უფლისციხე მრავალფუნქციური ძეგლია. იგი შიდა ქართლში ქალაქი გორიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კვერნაქის ქედის სამხრეთ განშტოებაზე მდებარეობს. მრავალი წელია მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ მისი დანიშნულება. სხვადასხვა მეცნიერს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნია ამის თაობაზე. სახელი უფლისციხეც სხვადასხვაგვარად არის გაგებული. შესაძლოა იგი დაკავშირებული იყოს მართველის სახელიდან „უფალთან“, ან ღვთაებასთან. უფლისციხე ერთბაშად არ შექმნილა ის დროთაგანმავლობაში ყალიბდებოდა, ამ ადგილს ადამიანები მე-20 საუკუნის ოციან წლებამდე იყენებდნენ. ის ადვილად დასამუშაებელი ქვიშაქვის მასივზე მდებარეობს. ბუნებრივი პირობების ზეგავლენის შედეგად მისი გარკვეული ნაწილი განადგურებულია, რადგანაც ქვიშაქვას ადვილად ანგრევს წვიმის და ქარი. ამას 1920 წელს ქალაქ გორთან მომხდარი მიწისძვრა, რომელმაც ძლიერ დააზიანა უფლისციხე. დღემდე შემორჩენილი ტერიტორიის ფართობი 5 ჰექტარს მოიცავს. უფლისციხეს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. თავდაპირველად ის ადგილობრივი თემის თავშესაფარს წარმოადგენდა.

შუასაუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისთვის იბრძოდნენ აფხაზეთისა და სომხეთის მეფეები. მან სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა მე-13 საუკუნეში, მონღოლთა შემოსევის პერიოდში, დაკარგა. მოგვიანებით ეს ადგილი ქრისტიანმა ბერებმა დაიკავეს (ამირანაშვილი 1944, 121). უფლისციხე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული სამეფო სამთავროებისთვის ლოკალურ და გარეშე მტრებთან ომიანობისას. მისი გეოგრაფიული პირობები ხელს უწყობდა აქ მცხოვრებ ადამიანებს ნაკლები ძალისხმევით დაეცვათ თავი. ის სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ბუნებრივად არის დაცული, ხოლო ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეს იცავს სასიმაგრო ზოლი.

უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ერთი სქემითაა ნაგები, ეზო, პორტალისებური შესასვლელი, ოთახების განლაგება კი მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუ ოთახთა რაოდენობა ერთი ან ორია ამ შემთხვევაში ისინი სიგრძლივაა განლაგებული, უფრო მეტი ოთახის არსებობის შემთხვევაში ისინი სიგრძლივად და განივად მდებარეობს. დასახლების წყლით მომარაგება ხორციელდებოდა კვერნაქის ქედზე მდებარე წყაროდან, საიდანაც თიხის მილებით მიეწოდებოდა წყალი კომპლექს. მილები გზას მიუყვებოდა, ცალკეულ მონაკვეთებში ის ჭებს უერთდებოდა (ყიფიანი 2002, გვ. 17). კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ზომის (სიღრმის და სიგანის) კლდეში ნაკვეთი ორმოებია, რომლებიც ჩვენი აზრით გამოიყენებოდა წვიმის წყლის შესაგროვებლდ.

უფლისციხის ტერიტორიაზე უძველესი არქიტექტურის ნიმუშებია გამოვლენინი, რომლებიც ძირითადად საფორტიფიკაციო ნაგებობებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი კაზემატებიანი კარიბჭეა. უფლისციხის დარბაზთა უმრავლესობა, სათავსოები და ეზოები ერთი სქემის მიხედვითაა აგებული. სათავსოებს, ძირითადად, ეზოს მხრიდან საფასადო კედელი არ გააჩნიათ. მათი მნიშვნელობა ხაზგასმულია სიდიდით, ასევე გადახურვით, რომელიც ხშირად კამარით გვირგვინდებოდა. ზოგჯერ ჭერში გამოკვეთილი ორნამეტები ხის კონსტრუქციის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ძირითადი სათავსოს გვერდებზე და უკანა მხარეს ხშირად, ბრტყელ გადახურვიანი მცირე სათავსოებია განლაგებული (ხიმშიაშვილი 2001, 24).

უფლისციხის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს სამნავიანი ბაზილიკა, ცენტრალური ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს და ის მეცხრე-მეათე საუკუნეებს მიეკუთვნება სტილისტური ნიშნებით.

სხვადასხვა მკვლევრის აზრით უფლისციხის კომპლექსს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, მაგალითად, საერო (ამირანაშვილი 1957), საკულტო (სანიკიძე 1987), ან დასამარხი (ყიფიანი 1993). შესაძლოა, რომ უფლისციხე სამივე ფუნქციის მქონე იყო მისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში. ამის თქმის საშუალებას აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები და გამოვლენილი მასალა იძლევა. დაზუსტებით ამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ უფლისციხის აივნიანი ნაგებობები მსგავსებას უფრო საკულტოსთან ავლენენ, ვიდრე საეროსთან.




გამოყენებული ლიტერატურა

ამირანაშვილი, შ. 1944. ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.

სანიკიძე, თ. 1987. უფლისციხე, თბილისი: საბჭ. საქართველო.

ყიფიანი, გ. 2002, უფლისციხე, თბილისი: ლოგოსი.

ხიმშიაშვილი, კ. 2001. უფლისციხის ზოგიერთი ქვაბული კოპმლექსის ფუნქციისთვის თბილისი:"Analecta Iberica", ისტორიის, რელიგიის და კულტურის საკითხები, ტომი I: აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კლდის ძეგლები.


 
 
 

Recent Posts

See All
ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათის, იგივე „ბრინჯაოს“ მღვიმე მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, მდ. ჭიშურას ხეობაში, ზღვის დონიდან 320...

 
 
 

Comments


bottom of page