შორაპნის ციხე
- ნინო მაღლაკელიძე
- Feb 15, 2021
- 5 min read
შორაპნის ციხე
ყველას ვისაც კი ოდესმე გადმოუვლია რიკოთის უღელტეხილი და გადმოსულა დასავლეთ საქართველოში, გზად აუცილებლად შეხვდებოდა და თვალში მოხვდებოდა ანტიკური და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე შორაპანში.დღისით ციხის ყველაზე მაღალ წერტილში აღმართული დროშა მოგჭრით თვალს , ხოლო ღამით განათებული გალავნის ანტიკური სილამაზე.ეს ადგილი ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორიაა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მინდა გითხრათ ,რომ ყველა სეზონზე განმორჩეულად ლამაზია და თითქოს გალავნის კედლებიც მის შესაფერისად იცვლის ელფერს, გაზაფხულსა და ზაფხულზე მწვანე ხავსისფერია, შემოდგომაზე მუქი ყავისფერი და ჩალისფერი ხოლო ზამთარში კი ნაცრისფერი გადაკრავს, მართლაც საოცარია არა ცვლილება სეზონის მიხედვით ,რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს , ჩვენს გონიერ წინაპრებს ზედმიწევნით გაუთვალისწინებიათ მტრის უხვი შემოსევები და ციხე ხელსაყრელ ადგილასა და მასალით აუშენებიათ. (იხ. 1და 2 ფოტო)
(1ფოტო)
(2ფოტო)
სულ თავიდან რომ დავიწყოთ ციხის ისტორიის მოყოლა უნდა გავიხსენოთ უძველესი წყაროები სადაც იგი ნახსენებია, ეს იყო სტრაბონთან ძვ. წ. I - ახ.წ. I ს-ის ცნობაში , სადაც იგი გვიამბობს, რომ ციხე საკმაოდ დიდი ყოფილა და მასში თავისუფლად ეტეოდა მთლიანი შორაპნის მოსახლეობა შემოსევების დროს. ამის შემდეგ ციხეზე მცირე ინფორმაციას ვაწყდებით პროკოფი კესარიელის ცნობაში სადაც იგი ამბობს რომ ციხე-სიმაგრე საკმაოდ მიუვალ ადგილას მდებარეობდა , ასევე მოიხსენიებს ლაზებს , რომლებზეც ამბობს რომ დიდი გაჭირვებით ააგეს აღნიშნული ნაგებობა. უფრო მოგვიანებთ ციხეს ვახუშტი ბატონიშვილი ახსენებს თავის წყაროში , სადაც იგი ამბობს რომ აღუშენებია მეფე ფარნავაზს და ასევე ახსენებს გვირაბს ,რომელიც ყვირილამდე ჩადიოდა.(იხ. 3ფოტო)
(3ფოტო)(გვირაბის სავარაუდო გამოსასვლელი ადგილი მდინარესთან)
ციხეს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, იგი წლების მანძილზე მრავალი მტრის ხელში იყო , ომის დროს ხდებოდა მისი დაპყრობა ან სხვისთვის გადაცემა.1730 წელს ოსმალებმა დაიკავეს ,ხოლო ორმოცი წლის შემდეგ კი სოლომონ 1-მა გაათავისფულა .სწორედ მრავალი დაპყრობების და რაღა თქმა უნდა ჟამთა ცვალებადობის ბრალია ციხის დრევანდელი მდგომარეობა , თითქმის განადგურებული ,მხოლოდ გალავნის ნანგრევებით. (იხ. ფოტო 4)
(4ფოტო)
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ციხის მნიშვნელობაზე , შორაპნის ციხეს საკმაოდ დიდი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონია თავისი მოქმედების ხანაში აქ იყო პუნქტი სადაც სრულდებოდა სანაოსნო გზა , მოგეხსენებათ ,რომ ციხე მდინარეების ყვირილასა და ძირულას შესართავთან მდებარეობს.(იხ. 5ფოტო) აქ უნდა ყოფილიყო სპეციალური სავაჭრო პუნქტები, რომლებიც მოემსახურებოდა აქ გამვლელ მგზავრებსა და ვაჭრებს, მოამარაგებდა საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით.აქ მუშაობდა კარგად აწყობილი სისტემა მთელი რიგი ობიექტებისა , როგორებიცაა საბაჟო , ნავმისადგომი , სამჭედლოები , სახელოსნოები და სხვა.ასევე აღსანიშნავია ისიც ,რომ შორაპნის ციხე უნდა ყოფილიყო დიდი დამაკავშირებელი რგოლი დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის. აქ შემოდიოდა სამი სახმელეთო გზა აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო.აღსანიშნავია ისიც ,რომ მეფის რუსეთის იმპერიის დროს ამ ტერიტორიაზე არსებობდა შორაპნის მაზრა ,რომელიც 1846 წელს შეიქმნა და 1930 წლამდე არსებობდა ,იგი შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში.
(5ფოტო)
ახლა კი განვიხილოთ ციხის არქიტექტურა, მისი ფართობი 6000კვ. მეტრზე მეტია , ზედაპირული დათვალიერებითაც კი ჩანს,რომ გალავნის ნაგებობაში გამოყოფილია ორი ხანა, ეს არის ადრე ფეოდალური უხეშად თლილი კვადრატებით წყობა და გვიან ფეოდალური რიყის ქვებით ნაშენები. (იხ. 6ფოტო)
რაღა თქმა უნდა უნდა განვიხილოთ არქეოლოგიის კონტექსტშიც , აქ გათხრები 1983 წელს დაიწყო და გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გამოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ნაწილობრივ ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. გაიწმინდა ნაგებობის იატაკი, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები აღმოჩნდა, რომელშიც ჩაშენებულია წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი ავზი და სხვა მცირე ზომის ჭურის მაგვარი ავზები. (იხ.ფოტო7) არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იქნა ასევე ადგილობრივი და უცხოური თიხისა და მინის ჭურჭელი, რკინის ნივთები. მდინარეების ყვირილასა და ძირულას შესართავთან ექსპედიციამ გამოავლინა ანტიკური ხანის ნაგებობები, რომლებიც ორნაირი კრამიტით ყოფილა დახურული.
(6ფოტო)
(7ფოტო)
აღნიშნული ისტორიის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი საკუთარი თვალით ნახოთ შორაპნის ციხე-ქალაქის უძველესი ნაშთები, მართლაც მოსმენილის ან წაკითხულის წარმოსახვას ბევრად ჯობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ან პირიქით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობისას მოინახულოთ ანტიკური ციხე, აქ დაგხვდებათ წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებული პატარა სალოცავი(იხ.8ფოტო) ასევე უძველესი თაღებიანი გალავნები (იხ.9ფოტო) და ხედი სადაც მოსჩანს ანტიკური ხანიდან დასახლებული დაბა შორაპანი. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ,რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყველაზე ლამაზია , მაშინ როცა ახალი ამწვანებულია ან როცა ოქროსფერ-მოწითალო ფოთლებითაა შეფერადებული.
(8ფოტო)
(9ფოტო)

Comments