გვიან ბრინჯაოს ხანა დასავლეთ საქართველოში
- ქეთევან წიგნაძე
- Feb 1, 2021
- 5 min read
სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, საჭიროა ვისაუბროთ პერიოდიზაციაზე.
გვიან ბრინჯაოს, იგივე ადრე რკინის, ხანა ეწოდება ძვ.წ. XV – VII საუკუნეების ბოლო
პერიოდს. ამ დროიდან 2 – 3 საუკუნე წმინდა გვიანდელ ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის,
შემდგომი ხუთი საუკუნე ბრინჯაოს და რკინის ხანები თანაარსებობდნენ, ხოლო ძვ.წ.
VII საუკუნიდან დადგა არსებითად წმინდა რკინის ხანა. ამ უკანესკნელ პერიოდში
იარაღ-საჭურველი ბრინჯაოსგან თუ იშვიათად მზადდებოდა, ასეთები მხოლოდ
მდიდარ მხარეებში იყო და ამასაც სპილენძის მადნებთან ერთად ამზადებდნენ.
ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე და I ათასწლეულის პირველ ნახევარს, ჩვეულებისამებრ,
გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას უწოდებენ. დროის ამ მონაკვეთში, თითქმის
მთლიანი კავკასია, მათ შორის საქართველოც, განვითარების დონით და ტემპებით ერთ
მთლიან ერთეულად ყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ყოველ მხარეს სხვა მხრეებთან
საერთო კულტურის ელემენტებთან ერთად, ჰქონდა მხოლოდ თავისთვის
დამახასიათებელი მოვლენებიც.
ზემოთ ხსენებული პერიოდისთვის უმთავრეს მოვლენად შეგვიძლია მივიჩნიოთ
დასახლებები, რომლებიც საცხოვრებლად ვარგის მთელ ტერიტორიაზე არსებობდა
როგორც ბარში, ასევე მთაში. საქართელო-კავკასიის მჭიდრო დასახლებას ადასტურებს
არქეოლოგიური გათხრები და ასევე შემთხვევით ნაპოვნი მასალები. მოსახლეობის
რიცხვის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს ვრცელი სამაროვნები, ხშირი ნასახლარები და სხვა
სახის ძეგლები. მოსახლეობის სწრაფი ზრდა კი შესაძლებელია საერთო კეთილდღეობის
გაუმჯობესების, მეურნეობაში მომხდარი წინსვლის შედეგიც იყოს.
მოცემულ პერიოდში არ გვხვდება ისეთივე ფუფუნების საგნები, როგორიც თრიალეთის
გორასამარხების გათხრებმა მოგვცა, მაგრამ სამაგიეროდ აქ ხშირია საკამოდ
გაუმჯობესებული სამეურნეო ნივთები და საბრძოლო იარაღები. ეს ნივთები ერთ-ერთ
გადამწყვეტ როლს ასრულებენ მოცემული ეპოქის შეფასება-დახასიათებაში.
გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის პირველი მონაკვეთი საქართველო–კავკასიის
მოსახლეობაში კალიანი ბრინჯაოს სხმულების საყოველთაო გავრცელებით აღინიშნა.
იქიდან გამომდინარე რომ კლასიკური ბრინჯაო ეს კალანარევი სპილენძის შენადნობია,
შეგვიძლია ვთქვათ რომ ნამდვილი ბრინჯაოს ხანა ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანების
შემდეგ დაიწყო. თუმცა მანამდე სანამ ამ შენადნობის გამოყენებას დაიწყებდნენ,
კულტურის შედარებით ადრეულ საფეხურზე, კავკასიის მოსახლეობა, ძირითადად,
დარიშხნიან შენადნობებს იყენებდა. უნდა ითქვას, დარიშხნიანი შენადნობები
ზოგიერთი თვისებით უტოლდებოდა ან სულაც უკეთესიც იყო კალიანი სპილენძის
სხმულზე, მაგრამ იგი დნობის პროცესში, კალანარევი სპილენძისგან განსხვავებით,
გამოყოფდა სიცოცხლისთვის სახიფათო მომწამლელ აირებს. სწორედ ამის გამო
ენიჭებოდა უპირატესობა კალიანი სპილენძის შენადნობს, რომელსაც ადამიანის ყოფა-
ცხოვრებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან დაწყო სამეთუნეო მორგვის ფართო გავრცელება.
აღოსავლეთის ცივლიზაციის კერები მას ძვ. წ. IV–III ათასწლეულების მიჯნაზე
იცნობდნენ და ფართოდ იყენებდნენ მოხატული თუ მარტივი კერამიკის
დასამზადებლად. თრიალეთის მასალებმა სრულიად გააქრო ეჭვი იმის შესახებ რომ იმ
დროისთვის სამეთუნეო მორგვი უკვე არსებობდა. თუმცა იმ პეროდის საქართველო-
კავკასიის სხვა რაიონების თიხის ჭურჭელს კერამიკის კვალი არ ეტყობა, რის გამოც,
ვასკვნით რომ სამეთუნეო მორგვი მხოლოდ მაშინ იწყებდა ფეხის მოკიდებას.
დაახლოებით ძვ.წ. XV–XIV საუკუნეებიდან სურათი იცვლება, ყოველშემთხვევაში
საქართველოს ბარში მაინც. აქ მართალია იშვიათად, მაგრამ ვხვდებით ხელით ნაძერწ
თიხის ჭურჭელს. ასეთი განვითარება ნელ-ნელა მთაშიც აღწევს. ამის შემდეგ
კერამიკული წარმოება უმეტესწილად „სამანქანო“ საფუძველზე გადავიდა, რამაც მეტად
აამაღლა შრომის ნაყოფიერება, იმიტომ რომ ამ უკანასკნელმა სხვა საქმისთვის უამრავი
მუშა გაათავისუფლა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენთვის სამეთუნეო მორგვი
გვიანდელი ხანის დიდი მონაპოვარია.
გვიან ბრიჯაოს ხანის ასევე მნიშვნელოვან მონაპოვრად ითვლება მოშინაურებული
ცხენი. ძველი აღმოსავლეთი მას ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულის დამდეგიდან
იყენებდა, ხოლო კავკასიურ სამყაროში ამ სიახლეს დაგვიანებით გაეცნენ, კერძოდ,
გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანაში. მოცემულ პერიოდში ჩნდება:
ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, საყბეურები, სათასმე ბალთები, ლაგმები. ასევე
აღოჩენილია ამ ცხოველის ძვლები და ბრინჯაოს ქანდაკება. დღესდღეობით, ზემოთ
ნახსენები რიგის ყველაზე ძველ მონაპოვრად სევანის ტბის ნაპირზე გათხრილი
გორასამარხებიდან მომდინარე მასალები ითვლება, რომლებიც გვიანდელი ბრინჯაოს
ხანისაა. საქართველოში აღმოჩენილი შესაბამისი მასალები ადრინდელი რკინის ხანამდე
არ მოგვეპოვება.
ცხენმა დიდი როლი შეასრულა საზოგადოების შემდგომ განვითარებაში, რადგან,
გაამარტივა შორ მანძილზე დასახლებულ ტომთა შორის მიმოსვლა. ასევე მას
იმდროინდელი ვაჭრობის და მხედრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს. ცხენის ამგვარი გამოყენების შედეგად წარმოიშვა საომარი იარაღის სულ
ახალი ტიპი – საჩეხ-საკვეთი მახვილები. ისინი საკმაოდ მოსახერხებელი იყო
ამხედრებული მეომრისათვის. ცხენოსანთა თავდასხმები ამდიდრებდა ცალკეულ
ტომებს ტყვედ ჩაგდებული საქონლითა და სხვა ქონებით. მოგვიანებით მოხვეჭილი
სიმდიდრის უდიდეს ნაწილს თანდათანობით ითვისებდნენ თავდასხმათა
ორგანიზატორები. ამ უკანასკენელის გამო კი მათი ავტორიტეტი სწრაფად იზრდებოდა.
იგი კიდევ უფრო გაფართოვდა პირველყოფილ-თემურ წყობილებაში და ამან დააჩქარა
მოსახლეობის ქონებრივ-სოციალური დანაწილების პროცესი. ეს ყოველივე
დადასტურდა, მცხეთასთან, სამთავროს სამაროვანზე მიკვლეული მდიდრული
სამარხებით, რომლის მსგავსი სურათიც გვხვდება აზერბაიჯანისა და სომხეთის
ტერიტორიაზეც.
ამასთანავე, ცხენმა მნიშვნელოვნად წაწია წინ მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. მის
გამო გაადვილდა საიალაღო მესაქონლეობა, რასაც ადასტურებს კავკასიაში აღმოჩენილი
მასალები, რომლებზეც განხილული ცხოველი გამოსახულია როგორც საომარ ეტლში,
ასევე უღელშიც.
ახლა განვიხილოთ საკმაოდ სადაო საკითხი თუ როდიდან იწყება რკინის ხანა
საქართველოში.
იქიდან გამომდინარე რომ ქვემო ქართლში აღმოჩენილია უამრავი ძველი სამთო
გამონამუშევარი და საწური ქურების ნანგრევები, არის მოსაზრება რომლის თანახმადაც
ამ ტერიტორიაზე არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რკინის წარმოების
კერა. ნახსენებ საკითხზე უამრავი შეხედულება გაჩნდა, მათ შორის არის ბ. კუფტინის
მოსაზრებაც, რომელიც რკინის წარმოშობის საკითხს დღევანდელი საქართველოს
ტერიტორიაზე საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიდა. ბ. კუფტინი ფიქრობდა, რომ ამ
კულტურამ აქ ფეხი მოიკიდა დაახლოებით ძვ.წ. XII საუკუნის ახლო დროში სამხრეთით
მდებარე საწარმოო ცენტრების გავლენით. მართლაც, კავკასიის სამარხებში რკინის
უძველეს საგნებს ახლავს სხვა მასალის ინვენტარი, რომელიც არ შეიძლება უფრო
ადრინდელ პერიოდს მივაკუთნოთ. ასეთებია: სატევარები, ბრინჯაოს ფურცლის
სარტყლები, მახვილები, რომელთა პირი და ტარი ერთადაა ჩამოსხმული, ფიბლურები
და სხვა.
ასეთუისე, ძვ.წ. XII–XI საუკუნეების სამარხებში უკვე გვხვდება რკინის იარაღი და
საჭურველი (დანა, სატევარი). ზოგიერთ ამგვარ ნივთს პირი რკინის აქვს, ტარი –
ბრინჯაოსი, რაც ადასტურებს იმ დროში ორივე ლითონის თანაარსებობას. ასეთი რამ კი
დამახასიათებელია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის. მაგრამ
არსებობს გამონაკლისიც: მაშინ ლითონის სამკაული ძირითადად ბრინჯაოსაგან
მზადდებოდა. თუმცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, უკვე ძვ. წ. I ათასწლეულის
პირველი მეოთხედის ბოლოს, ყოველა იარაღი და საჭურველი მხოლოდ რკინისა იყო.
მათ შორის ცულიც და თოხიც. ამასთანავე, რკინის ნივთების დამზადების ხარისხმა
მანამდე არნახულ დონეს მიაღწია სიმაგრით, პირისმკვეთელობით და სისალით. უდაოა,
რომ რკინის იარაღმა საქართველოში არაჩვეულებრივად განავითარა შრომის
ნაყოფიერება, გაზარდა მოსავლიანობა, ძირითადად დაამთავრა გვაროვნული
საზოგადოების შლის პროცესი და ქართველი ტომები სახელმწიფოებრივი ცხოვრების
გზაზე გაიყვანა.
რაც შეეხება სამოსახლოებს, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში,
ისინი მთელ კოლხეთში ხელოვნურად, ან ბუნებრივად გამაგრებული საცხოვრებელი
კომპლექსების სახით გვევლინება. ბარში ბატონობდა ხის სახლები, ხოლო მთაში,
მათთან ერთად, გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქვის ნაგებობანიც. გვიანდელი
ბრინჯაოს ხანის
სამარხები მთლიანი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ცოტაა აღმოჩენილი და
მეცნიერულად შესწავლილი. ამიტომაც ამ მხრივ არსებული ცოდნა მხოლოდ რამდენიმე
ძეგლით ამოიწურება, რომლებიც გათხრილია ზემო რაჭაში და აფხაზეთში.
იმ შემთხვევაში თუ შევკრებთ ჩემ მიერ განხილული პერიოდის შესახებ არსებულ მწირ
ცნობებს, დასმულ საკითხთან დაკავშირებით, ვნახავთ რომ დასავლეთ საქართველოს
ტერიტორიაზე ოთხი ტიპის სამარხი არსებობდა. კერძოდ: ორმოსამარხები, ქვის
სამარხები, საკრემაციო მოედნები და ქვევრსამარხები. გვიანდელი ბრინჯაოსა და
ადრინდელი რკინის ხანის დასავლეთ საქართველოს კულტურის მატარებელთ წესად
ჰქონიათ:
1. მიცვალებულის დაკრძალვა ორმოსამარხებში მოკეცილ ან გაშოტილ მდგომარეობაში
და გვამის დამხრობა ნებისმიერი მიმართულებით.
2. ქვის სამარხებში, მოკეცილ ან ზოგჯერ მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა.
3. მეორედ დამარხვა ჭურებში.
4. გვამის დაწვა ინვენტართან ერთად საგანგებო მოედანზე, რომელიც ამავე დროს
კრემაციის ნაშთთა საუკუნო განსასვენებელიც იყო.
დაკრძალვის რიტუალში შედიოდა უამრავი „საიმქვეყნო“ საჩუქრების და, ერთ-ერი
მაგალითის თანახმად, ყვითელი საღებავის ჩატანებაა
შემდეგი საკითხი რასაც განვიხილავ შეეხება მეტალურგიას დასავლეთ საქართველოში,
რომლის ბევრი რაიონი მდიდარია ძველი მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო
ნედლეულით, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვაგვარი მადნეულის საბადოებითა და ხე-
ტყით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთი სვანეთი და რაჭა.
რიონის ზემო წელი, უმთავრესად ღებისა და ურავის სანახები, ბრინჯაოს ხანაში
სამთამადნო წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კერა იყო. დღესდღეისობით აქ
აღრიცხულია ასეულამდე ძველი მაღარო, ანუ მღვიმე, რომლებშიც ითხრებოდა
სპილენძის, ანთიმონის და დარიშხნის მადნეული. შესაძლოა აგრეთვე მოეპოვებინათ
ცოტაოდენი კალა, ოქრო და ვერცხლი, ესეიგი ის ლოთონები, რომლებიც მცირე
რაოდენობით შედის პოლიმეტალურ მადნებში. ზოგიერთი მინერალი საკუთრივ
მეტალურგიულ წარმოებას ხმარდებოდა, ხოლო ანთიმონის მადანს საღებავის
დასამზადებლადაც იყენებდნენ.
ახლა კი თვითონ მღვიმებზეც ვისაუბროთ ორიოდ სიტყვით.
ღების მიდამოებში მიკვლეული მღვიმეები სხვადასხვანაირია. მისი ერთი ნაწილი
საძიებო-სადაზვერვო ხასიათისაა, მეორე კი, საექსპლოატაციო მაღაროს ხასიათს
ატარებს. ეს უკნასკნელი საკმაოდ რთული პროფილისაა. რასაც მოწმობს ის ფაქტი რომ
ზოგიერთ მათგანს ორ-სამ იარუსიანი გვერდითი დერეფნები, გეზენკები, შტრეკები და
საჰაერო-სავენტილაციო ხვრელები აქვს. მათი გამოკვლევის შედეგების მიხედვით,
სამთამადნო ძიება და საბადოთა დამუშავების საქმე თავის პერიოდთან შედარებით
მეტად განვითარებული უნდა ყოფილიყო.
მაღაროებში და მათ მახლობლად აღმოჩენილია მემთამადნეთა უამრავი იარაღი და სხვა
მასალა, რომლებიც მადნის თხრისა და დამუშავებისათვის სჭირდებოდათ. ასეთებია:
მაგარი ქვის მძიმე უროები, სახეხები, როდინები, როპები, ხის ბიჯგები, გობები, კვარის
ნაპობები, შეშის ნარჩენები, ნახშირი და სხვა. ზოგიერთი მაღაროს შედარებით რბილ
კედელზე შემორჩენილია ლითონის სამუშაო იარაღის პირის კვალი.
მადნის სათხრელად მაგარ ქანში წყალს, ცეცხლს, ქვის უროებს და ხის კეტებსაც
იყენებდნენ, ხოლო რბილ ქანებში – ლითონის წაკატს, ანდა წერაქვს. ცეცხლით
გახურებულ ქანებს წყლის დახმარებით შლიდნენ და ამის შემდეგ უროებით
ანგრევდნენ. მაღაროების განათებისათვის კვარს იყენებდნენ, თუმცა იმავე მოვალეობას
ასრულებდა ქონიანი ჭრაქი და არყის ხის ქერქიც.
ცნობილია რომ შრომის უსაფრთხობა ღრმა მაღაროში უზრუნველყოფილი იყო, ერთი
მხრივ, გასანიავებელი ხვრელების არსებობით, მეორე მხრივ, სუსტი კედლებისა და
ჭერის საიმედო გამაგრებით. ამ უკანასკნელისთვის იყენებდნენ ქვის ყორეებს, თხრის
დროს კლდეში შეგნებულად დატოვებულ სვეტებს და აგრეთვე ხის შვეულ და
ჰორიზონტალურ ბიჯგებს, რომლებიდანაც ზოგიერთმა მუდმივგამდინარე წყალში
ყოფნის საშუალებით დაუზიანებლად მოაღწია ჩვენამდე.
და ბოლოს, შეჯამების სახით მინდა ვთქვა რომ ჩემ მიერ ყოველივე ზემოთ თქმული
აღწერს დასავლეთ საქართველოს მდგომარეობას გვიან ბრინჯაოს ხანაში. განიხილავს
როგორი იყო ის, როგორ განვითარდა და ხსნის იმას თუ რამ გამოიწვია ზოგიერთი
ამგავრი განვითრება.
Comments