top of page
Search

ცუცხვათის მღვიმე

  • ქეთევან წიგნაძე
  • Feb 1, 2021
  • 3 min read

ცუცხვათის, იგივე „ბრინჯაოს“ მღვიმე მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის

სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, მდ. ჭიშურას ხეობაში, ზღვის დონიდან 320 მეტრზე.

ცუცხვათის მღვიმე ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 24 კმ-შია.

სოფელ ცუცხვათის ტერიტორიაზე არსებული ცუცხვათის მღვიმე პალეოლითის ხანისაა

და მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსია. ადგილობრივები მას ხშირად

„მაღაროს“ უწოდებენ. წყაროებში მისი ერთ-ერთი პირველი მოხსენიება XVII ს-ში ხდება.

ცუცხვათის მღვიმე ასევე მოხსენიებულია დავით ბაგრატიონის „ახალ ისტორიაში“, ნიკო


დადიანის „ქართველთ ცხოვრებაში“, ბაგრატ ბაგრატიონის „ახალ მოთხრობაში“, XVII-

XVIII-სს-ის ისტორიულ საბუთებში, დე გრა დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“-


ში და ასევე ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. იმის

მიუხედავად რომ ამ მღვიმეზე საკამოდ ადრინდელი მასალები მოიპოვება და უცხოელი

მკვლევრების მიერაცაა მოხსენიებული (მაგ: დე გრა დე ფუა), ცუცხვათის მღვიმე მაინც

უცხოა ქართველი მოსახლეობის უმეტესობისთვის. უმრავლესობამ მისი არსებობის

შესახებაც კი არ იცის, მიუხედავად იმისა რომ იგი თავისი სიძველითა და

მრავალსართულიანობით ერთ-ერთი პირველი მღვიმეა მსოფლიოში. ამიტომაც

მოცემული პრეზენტაციით შევეცდები ცუცხვათის მღვიმის შესახებ ჩემთვის

ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარვუდგინო საზოგადოებას და მასზე გარკვეული

წარმოდგენა შევუქმნა.

ცუცხვათის კარსტული მღვიმოვანი „მაღარა“ 13 სართულისგან შედგება. მის რამდენიმე

სართულზე სტალაქტიდები და სტალაგმიტებია წარმოქმნილი. მისი ზოგიერთი მღვიმე

„თბილი მღვიმის“ სახელითაა ცნობილი, რადგან მათ პირველყოფილები საცხოვრებლად

და საკულტო დანიშნულებით იყენებდნენ. აქ ნაპოვნი არქეოლოგიური ძეგლები

განეკუთვნება შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე

არსებულ პერიოდს. აღმოჩენილია ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლებიც.

მღვიმის ქვემოთ მდ. ჭიშურა გაედინება, ხოლო მღვიმის პირველ სართულზე მუდმივი

ნაკადით მდ. შაბათაღელე მიედინება. ამიტომაც ეს სართული ადამიანისთის მიუვალი



ვიწრო ხვრელია. მეორე სართული, იგივე მთავარი ტალანი, უზარმაზარი ბუნებრივი

გვირაბის ხასიათს ატარებს, რომლის სიგრძე 200, ხოლო სიგანე 10-30 მ-ია, სიმაღლე კი

10-28 მ. ამ სართულზე წყალი მხოლოდ შაბათაღელეს წყალდიდობისას გაედინება.

ტალანის განშტოებებში ვხვდებით წყაროებს, პატარა ტბას და კალციტის ნაწვეთ

ფორმებს. მის ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები, რომლებიც

ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს. მეოთხე სართულიდან დაწყებული

ზედა სართულების ჩათვლით წყლის დონე იკლებს, ხოლო მეხუთე სართულზე

ბრინჯაოს მღვიმეა, რომლის სიგრძე 100 მ-ია, ხოლო მღვიმის ნაფენთა საერთო

სიმძლავრე 12-13 მ-ს აღწევს. მასზე აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წ-ის

განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები. აქ გაითხარა 12 მ სიმძლავრის 24

ფენა, რომელთაგან 5 მუსტიეს ხანისაა. ამ გათხრების შედეგად მოიპოვეს 10000 ქვის

ნივთი, რომლებიც ქვის გაპობის ტექნიკით იყო დამზადებული. მესამე ფენაში

გამოიკვეთა ნეანდერტალელის საძირე კბილი.

ბრინჯაოს მღვიმე ბიზონის მღვიმესთანაა დაკავშირებული. ბიზონის მღვიმეში

ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის 2 მ სიმღლავრის ფენაა წარმოდგენილი. მასში

აღმოჩენილია: დასავლეთ საქართველოს მღვიმური ნაბინავრებისათვის

დამახასიათებელი კერამიკა, ქვის სამაჯურები, კაჟის ისრისწვერები, რქის თოხისნაირი

იარაღი, ხელსაფქვავის ქვები, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულები, სახეხები. ყველა

ეს მასალა თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულით.

ასევე საყურადღებოა ე.წ. “ზედა მღვიმეები“, რომლებიც მე-11 სართულზეა და

შაბათაღელის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობენ. ზოგადად ამ სართულზე ცხოველების

თავის ქალებია აღმოჩენილი და აქვეა შემონახული ქვევრის ნახატები და ქვითკირის

კედლები. თავად „ზედა მღვიმეები“ სიგრძით 3,2 მ-ია. ეს მღვიმეები 2 მ სიმძლავრის 8

ფენად გაითხარა. გათხრის შემდეგ კი აღოჩენილ იქნა გვიანდელი მუსტიეს ხანის კაჟის

იარაღები და ცხოველთა ძვლები. კაჟის იარაღებიდან აქ იპოვეს: ანატკეც-ანამტვრევები,

წვეტანები, ლამელები და ნუკლეუსები. მოცემული იარაღების 90% დამუშავებულია

დაკბილული რეტუშით, თუმცა არის ორმხრივად დამუშავებული იარაღებიც, მაგ:

მინიატურული საჩეხი იარაღი და სხვ. ამასთანავე აქვე გამოიკვეთა პირველყოფილთა



საკულტო საგნები: მსხვერპლად შეწირული სხვადასხვა ცხოველის ძვლები, საგანგებოდ

დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, კბილები და ბარძაყის ძვლები. თუმცა

უნდა აღინიშნოს რომ აქ დალაგებულ ცხოველთა თავის ქალებს ქვედა ყბა არ აქვთ.

მკვლევრების ვარაუდით „ზედა მღვიმეებში“ ნადირობასთან დაკავშირებული

რიტუალები ტარდებოდა. მღვიმეში აღმოჩენილი ფაუნისტური მასალით ვასკვნით რომ

აქ შემდეგი ცხოველებია წარმოდგენილი: მგელი, ტურა, მღვიმის დათვი, ზაზუნა, თრია,

მღვიმის ლომი, კეთილშობილი და გიგანტური ირემი, ბიზონი, დასავლურ-კავკასიური

ჯიხვი.

ამ ყველაფერთან ერთად საინტერესო და საყურადღებოა ქარაფში წარმოდგენილი სამი


მღვიმე: ღამურების, მოაჯირიანი და დათვის მღვიმეები, რომლებიც განლაგებულია მე-

7-9 სართულებზე. ამ მღვიმეებზე არის ნიშნები რომლის მიხედვითაც შეგვიძლია


ვივარაუდოთ რომ ფეოდალიზმის ხანაში მათ სიმაგრეებად იყენებდნენ. ეს ნიშნებია:

გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნახატები, ქვითკირის კედლები. აქვეა ღამურის

დიდი კოლონაც.

რაც შეეხება ცუცხვათის მღვიმის შესწავლა-გამოკვლევას ეს ჯერ კიდევ გასული

საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მღვიმის სხვადსასხვა სართულებზე ნაპოვნია 400

ათასი წის წინანდელი შუა პალეოლითის ეპოქის ქვის იარაღები და ცხოველის ძვლები.

1074-1978 წწ-ში კომპლექსი შეისწალა ს. ჯანაშიას სახ. საქ-ოს სახელმწიფო მუზეუმის

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ამ ექსპედიციას დ. თუშაბრამიშვილი

ხელმძღვანელობდა.

1970-71 და 1974-75 წლებში აქ პალეობიოლოგიისა და საქართველოს ისტორიის

სახელმწიფო მუზეუმი ერთად აწრმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. აღმოჩენილ ქვის

იარაღებსა და ცხოველის ძვლებთან ერთად მნიშვნელოვანია „ბრინჯაოს მღვიმეში“

მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი. ახალი კვლევის თნახმად იგი

დაახლ. 50 000 წლით თარიღდება.



ამის შემდეგ ამ ტერიტორიაზე 1998-99 და 2003-2004 წლებში ხანმოკლე საველე

სამუშაოები ჩატარდა. ამ და სხვა ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად

2016 წლამდე მღვიმის უდიდესი ნაწილი შეუსწავლელი იყო.

2017 წ-დან საქ-ოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი

საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები

სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას.

ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული

მუზეუმის პალეოანთროპოლოგებმა, პალეონტოლოგებმა, პალინოლოგებმა, ქვის ხანის

არქეოლოგებმა და გეოლოგებმა. ქართველ მკვლევრებთან ერთად ამ საქმიანობაში

ჩართულია ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი.

ახალი აქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმეში ნეანდერტალების

არსებობის კვლევასთან ერთად გამოვლინდა ჰომო საპიენსისთვის დამახასიათებელი

ზედა პალეოლითური ფენები (ქვის ხანის გვიანი ქერიოდი - 80000-12000 წლის

წინანდელი). ბოლო საბუშაოების შედეგად აღმოჩენილია შუა პალეოლითის ეპოქის

არტეფაქტები და გონიერი ადამიანის ნაკვალევიც. „ბრინჯაოს მღვიმეში“ იპოვეს

ნამოსახლარი, რომელიც ქვა-სპილენძის ხანას ეკუთვნის.

ცუცხვათის მღვიმის შესახებ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ინახება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხოლო თვითონ მღვიმე 1974 წლიდან ნაკრძალადაა

გამოცხადებული და დაცულ ტერიტორის წარმოადგენს. იგი გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს

მმართველობაშია.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა რომ, ცუცხვათის მღვიმე უნიკალური და მრავალი

შესაძლებლობის მომცემია იმისთის რომ უკეთ გამოვიკვლიოთ ნეანდერტალები, მათი

ქცევა და თნამედროვე ადამიანებთან ურთიერთკავშირის შესაძლებლობა.

 
 
 

Recent Posts

See All

Comments


bottom of page