არქეოლოგიის კლუბის პროექტი, ესეების კონკურსი
- Students Archaeologyclub
- Dec 24, 2020
- 2 min read
„არქეოლოგიის როლი ტურიზმის განვითარებაში“

ელენე შაყულაშვილი
პროგრამა: ფილოსოფია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი,2020
"არქეოლოგიის როლი ტურიზმის განვითარებაში"
მიწა ერთი დიდი იეროგლიფი იყო,რომლის წაკითხვაც მხოლოდ ერთეულთა ინტერესებსა და შესაძლებლობებში შედიოდა. აბიტურიენტობისას,თითქმის ყველა წუწუნებს ხოლმე ვერ ან არ არჩეული საგნისა თუ ფაკულტეტის გამო.მე კი... თუმცა ძალიან ბევრი ვიფიქრე, სასწორის ერთ მხარეს იდო ჩემი ინტერესები და მისწრაფებები ,მეორე მხარეს კი მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი ფაკულტეტები.... მე ინტერესები და მისწრაფებები ავირჩიე ...
საინტერესოა,მეტად საინტერესო მიწა. ჩვენ ყოველთვის ზედაპირს ვუცქერით, ყოველთვის, გარეგანს ვანიჭებთ უპირატესობას. რეალურად კი ორჯერ მეტი საგანძური და სანახაობა იმალება გარეკანს და ზედაპირს მიღმა... ჩვენ ვხედავთ აისბერგის მთას და გვგონია, რომ სულ ესაა მისი სიდიადე, არადა თუ ზედაპირის მასშტაბს გავცდებით -აღმოვაჩენთ, რომ ის წყლის ქვეშ უფრო დიდია , ვიდრე წყლის ზემოთ...ამიტომ მგონია ,რომ "აისბერგის პრინციპი" მოქმედებს არქეოლოგიაშიც...
ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენჯერ გადაუხნავს ისტორიის სახნისს დედამიწის მკერდი, სწორედ ამიტომაა ყველაფერი მტვრად ნაქცევი, ალბათ ჩვენც მტვრად გადავიქცევით ერთ დროს...
ბავშვობაში ბებო ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას მიკითხავდა ხოლმე დღესაც მახსოვს, "აწმყოს ,რომელსაც წარსული არ აქვს ,არც მომავალი აქვს"-ო . დიდი წარსული ვერ იარსებებს დიდი ისტორიის გარეშე, და თუ მაინც- უხორთუმო სპილოს დაემსგავსება საზოგადოება... ისტორია კი ვერ იქნება მყარი და მდგრადი წყაროებისა თუ "ნივთმტკიცებულებების " გარეშე. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ისტორიის უძველესი ნაწილისა (პრეისტორიული პერიოდი) და ადამიანის განვითარების ეტაპების შესასწავლად.აქედან კი გამომდინარეობს, რომ არქეოლოგია არა მარტო პოულობს ისტორიკოსთა კუთვნილ ლუკმებს, არამედ მთელ რიგ დამუშავებით და აღდგენით საქმიანობებს ეწევა, რათა აალაპარაკოს ნაპოვნი საგანი თუ ნივთი...
არქეოლოგია მეცნიერების რთული დარგია, მის წიაღში მეცნიერს უწევს ძიება, გათხრა, მასალის მოპოვება, მოპოვებულის დამუშავება, მასალის აღდგენა - დამუშავება, შემდეგ კი მისი რელევანტური წარმოდგენა . ეჰჰ, მართლაც არაა მარტივი, ძალიან ძნელია, ასი თვალი და ასი ყური გჭირდება, რადგან სწორად დაინახო საუკუნეების წინანდელი "პირ უტყვი" მასალა და აალაპარაკო შენს ენაზე, უფრო სწორად შენ აგალაპარაკოს თავის ენაზე და გიამბოს ის დიადი საიდუმლოებანი- თავის დროზე რაც უნახავს და გაუგონია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუზეუმთა სიმრავალფეროვნე და სიმდიდრე პირდაპირპროპორციულია ტურისტთა რაოდენობისა, მეტი ახალი მასალა კი გარანტია მეტი ვიზიტორისა, თუმცა დღესდღეობით, რატომღაც ძალზეც ცოტაა არქეოლოგთა რიცხვი, და კიდევ უფრო ცოტა- ჭეშმარიტ არქეოლოგთა რაოდენობა, ვისთვისაც მიწის წიაღში "მოღვაწეობა" წმინდა და ხელშეუხებელი ღირებულებაა...
ვფიქრობ, იმაზე ბევრად მეტია აღმოსაჩენი რაც აღმოგვიჩენია... გულწრფელი მადლობა მათ ვინც ოფლს ღვრის ახალი მიგნებებისა და აღმოჩენების გაკეთებაში , თუმცა მადლობა ძალიან ტრივიალურია ასეთ შემთხვევაში ,რადგან ვერ გამოიხატება სათანადო დაფასება და პატივი ...
Comments