top of page
Search

არქეოლოგიის კლუბის პროექტი, ესეების კონკურსი

  • Writer: Students Archaeologyclub
    Students Archaeologyclub
  • Dec 24, 2020
  • 2 min read

"არქეოლოგიის როლი ტურიზმის განვითარებაში"


მაკა სამნიაშვილი


პროგრამა: ტურიზმი



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020




არქეოლოგიის როლი ტურიზმის განვითარებაში

არქეოლოგია და ტურიზმი საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, არქეოლოგია, ეს არის უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობის ისტორიული წარსულის შემსწავლელი მეცნიერება. ხოლო ტურიზმი, დასვენებას, თვისუფალი დროის ხარჯვას ან საინტერესო ადგილების მონახულებას და უამრავი ისტორიის შეცნობას გულისხმობს, აქედან გამომდინარე ნათელია ტურიზმისა და არქეოლოგიის კავშირის მიზეზი. საკმაოდ დიდიხანია მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანია დაინტერესებული არქეოტურიზმით, კაცობრიობის წინსვლისა და განვითარების უძველესი ნაწილის შესწავლით, რაც ნებისმიერი ქვეყნისათვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა. საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს რა ხდებოდა XXI-ე საუკუნემდე, როგორ განვითარდა და ჩამოყალიბდა დღევანდელი სამყარო და ყოველივე ამისათვის რა პირობებში და რა რესურსებით ცხოვრობდნენ ადამიანები საუკუნეების წინ და კიდევ მრავალი დეტალი, რომელზეც არქეოტურიზმი ცალსახად იძლევა პასუხებს. არქეოლოგიის დამსახურებით მრავალი წარმოსადგენი და წარმოუდგენელი ფაქტია აღმოჩენილი და დღემდე ისტორიული წყაროს სახითაა შემონახული. უამრავი არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც არაერთი უნიკალური ისტორიის მატარებელი ნივთიერი ძეგლია აღმოჩენილი და დღეს ისტორიული წყაროს სახითაა წარდგენილი, თუმცა არა მხოლოდ გათხრების შედეგად, არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც საუკუნეების წინ ცოცხალი ადამიანის მოქმედებისა და არსებობის კვალი ამჩნევია, მაგალითად: ძველი ნასახლარები, თავდაცვისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები, საყოფაცხოვრებო საგნები და ა.შ

მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ჩემს ქალაქ, გორში არსებული უძველესი ისტორიული ციხესიმაგრე რომელსაც „გორის ციხე“ ეწოდება, გაშენებულია ქალაქის ცენტრალურ ადგილას მაღალ ბორცვზე, არქეოლოგიური მონაცემებით მას საუკუნეების წინ საკმაოდ ძლიერი სიმაგრე ჰქონდა და მის გარშემო ფართოდ იყო მოსახლეობაც, ცეხესიმაგრე აშენებულია რიყის ქვით, ადრინდელ ფენებში კი თლილი ქვაა გამოყენებული, საუკუნეების წინ მისი დაუფლება ნიშნავდა მთელი შიდა ქართლზე ძალა-უფლებას იმ პირზე, ვინც ამას შეძლებდა, მრავალი ლეგენდაც თქმულა, თუმცა ფაქტია, რომ „გორის ციხე“ საკმაოდ ძველი და საკმაოდ დიდი ისტორიის მატარებელია, ამიტომ ხშირად ყავს ვიზიტორებიც.

საქართველოში კიდევ მრავალი ისტორიული ადგილები გვაქვს , მაგალითად, წყალტუბოს მხარე, სადაც მრავალი უნიკალური, ისტორიული არქეოლოგიური ძეგლია.

საბოლოოდ რომ შევაჯამო არქეოლოგიისა და ტურიზმის სფერო როგორც ცალ-ცალკე, ისე გაერთიანებული - არქეოტურიზმი ერთ-ერთი საინტერესო და შემეცნებითი სფეროა, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ შევიცნობთ უამრავ უცნობ თუ ნაცნობ დეტალს ჩვენს დღევანდელ სამყაროზე. არქეოლოგიის ინტერესს ვფიქრობ არც ასაკი, არც სქესი, არც წარმომავლობა... არ გააჩნია და თითოეულ ინდივიდში იწვევს აღფრთოვანებას ნებისმიერი ქვეყნის უნიკალური ისტორიული არქივი. არქეოტურიზმის მოყვარულთა მიზანი ერთია: წარსულის, დროის, რომელშიც თავად არ არსებობდნენ, შეცნობა, წვდომა, ოდითგანვე არსებული კულტურებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა. სწორედ ამ ყოველივედან გამომდინარე ნებისმიერი ქვეყნისათვის არქეოლოგია, როგორც მეტად ძვირფას კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს. ვფიქრობ სამომავლოდ კიდევ მრავალი ისტორიის მატარებელი ნივთიერ ძეგლი იქნება აღმოჩენილი, რაც კიდევ მეტად გაზრდის არქეოტურიზმის მოყვარულთა რაოდენოაბს.

 
 
 

Recent Posts

See All
ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათის, იგივე „ბრინჯაოს“ მღვიმე მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, მდ. ჭიშურას ხეობაში, ზღვის დონიდან 320...

 
 
 

Comentarios


bottom of page