top of page
Search

ევროპული ფეოდალიზმი

  • ქეთევან წიგნაძე
  • Feb 1, 2021
  • 5 min read

ფეოდალური საზოგადოება ევროპაში რომის დაცემისა და ახალი სახელმწიფოების

შექმნის შედეგად წარმოიქმნა, მაგრამ სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ,

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ თუ რას ნიშნავს ფეოდალიზმი.

იქიდან გამომდინარე რომ „ფეოდი“, ბენეფიციუმისგან განსხვავებით, ისეთი მიწის

ნაკვეთია, რომელიც რაიმე კონკრეტული სამსახურის სანაცვლოდ (ძირითადად

სამხედრო) მემკვიდრეობით გადაეცემოდა, შესაბამისად, ფეოდალი მიწის მფლობელს

ნიშნავდა.

X-XII სს-სთვის დასავლეთ ევროპაში შუა საუკუნეების საზოგადოების ორი ძირითადი

ფენა ჩამოყალიბდა: დამოკიდებული გლეხები და მეომარი-მიწისმფლობელები. ორივე

ჯგუფს საზოგადოებაში საკუთარი ცხოვრების სტილი და მდგომარეობა ჰქონდა.

ამასთანავე, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ჩამოყალიბდა კიდევ ერთი და

მრავალრიცხოვანი, სასულიერო ფენა.

ყოველივე ამის შედეგად, ევროპაში XI საუკუნისთვის საზოგადოების ახალი

სტრუქტურა შეიქმნა. ასეთი სტრუქტურა განსხვავდებოდა როგორც რომის

საზოგადოებისგან, ასევე ძველი გერმანელების თემისგან.

საზოგადოების ასეთი ცვლილება და განსხვავებულობა შეამჩნიეს ევროპის მაშინდელმა

განათლებულმა ადამიანებმა და შექმნეს „სამი წოდების თეორია“. ამ თეორიამ

საფრანგეთის რევოლუციამდე, ანუ XVIII საუკუნემდე იარსება.

„სამი წოდების თეორიის“ თანახმად, ღმერთმა თითეულ ადამიანს მიანიჭა თავისი

ადგილი ერთ-ერთ ჯგუფში. ეს ჯგუფები კი იყო: მეომრები, მუშაკები და მლოცველები.

მარტივი მისახვედრია რომ მლოცველების ჯგუფი სასულიერო ფენას გულისხმობდა,

მეომრები საერო სენიორებს და მუშაკები გლეხებს.

ასეთი მდგომარეობა საზოგადოებაში მემკვიდრეობითი იყო, ანუ გლეხის შვილი გლეხი

იქნებოდა, რაინდის რაინდი, თუმცა რაინს შეეძლო სასულიერო პირიც გამხდარიყო.


რაც შეეხება ამ ფენების მოვალეობებს ერთმანეთის მიმართ, შუა საუკუნეების გაგებით

მათ მნიშვნელოვანი მოვალეობები გააჩნდათ. გლეხებს საკვებზე უნდა ეზრუნათ,

სენიორებს ქვეყანა დაეცვათ, ხოლო სამღვდელოებას ყველა სულზე ზრუნვა ჰქონდა

დავალებული. ეს მოვალეობები უკეთესად რომ გამოეხატათ მაშინდელი საზოგადოება

ადამიანის სხეულს შეადარეს. ასე მაგალითად: ფეხები მუშაკები იყვნენ, ხელები -

მეომრები, მკერდი - მლოცველები. ამ პრინციპის თანახმად, შეუძლებელი იყო ხელები

ფეხებს დაპირისპირებოდა, ხოლო ორივე ერთად - მკერდს.

იმის მიუხედავად რომ გლეხების ფენა „სამი წოდების თეორიაში“ ყველაზე დაბლა იყო,

ის მაინც საზოგადოების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და ძალზედ

მნიშვნელოვანი ფენაც გახლდათ.

მაშინ როდესაც ანტიკურ რომში ფიზიკურ შრომას ზიზღით უყურებდნენ, შუა

საუკუნეების საზოგადოებაში ფიზიკურად მომუშავე ადამიანი საზოგადოების

ღირსეულ წევრად ითვლებოდა და მისი საქმიანობა ქებას იმსახურებდა. განხილულ

პერიოდში გლეხების მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ ევროპის ქვეყნების სამეურნეო

წინსვლას ძალიან შეუწყო ხელი.

გლეხების ფენის მსგავსმა მდგომარეობამ ზემოთ ხსენებულთან ერთად ხელი შეუწყო

ვასალიტეტის ჩამოყალიბებას. გლეხების და მცირე მიწის მფლობელების დაცვა

აუცილებელი იყო და სწორედ ამის გამო დასავლეთ ევროპაში გაჩნდა ვასალიტეტი.

ვასალიტეტის შექმნაზე გავლენა იქონია ბენეფიციუმმა.

რაც შეეხება ვასალიტეტის მნისვნელობას, იგი ასეთი იყო: ვასალს მიწა მფლობელობაში

გარდაცვალებამდე ჰქონდა, სანაცვლოდ კი იგი სენიორს, ანუ იმ პირს ვინც მას მიწა

გადასცა, ემსახურებოდა. ეს სამსახური, ძირითადად, სენიორის რაზმის წევრობა იყო.

დასაწყისისთვის ვასალიტეტი ვასალის და სენიორის პირადი გადაწყვეტილების

საფუძველზე იქმნებოდა, მაგრამ IX საუკუნის II ნახევარში ფრანკთა იმპერიაში გამოიცა

კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი თავად ირჩევდა

საკუთარ ვასალს სენიორის, მეფის, გრაფის ან ჰერცოგის სახით. მოცემული კანონის

შედეგად ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა ვასალური ურთიერთობა


ჩამოყალიბდა. ამის მაგალითად ერთმანეთს შევადაროთ ფრანკთა იმპერისა და

ინგლისის დამოკიდებულება ვასალიტეტზე. ფრანკთა იმპერიაში მოქმედებდა შემდეგი

წესი: „ჩემი ვასალის ვასალი, არ არის ჩემი ვასალი“. ამ წესის თანახმად, მეფის ვასალი

რომელიმე ჰერცოგის ვასალი ბარონი არ იყო მეფის ვასალი და მეფეს მხოლოდ

იმისთვის შეეძლო სამსახურის თხოვნა ვინც უშუალოდ მისი საკუთარი ვასალი

გახლდათ. ამავე წესიდან გამომდინარე, იმავე ბარონის რომელიმე ვასალი რაინდი არ

წარმოადგენდა ჰერცოგის ვასალს, ამიტომაც ეს რაინდი მხოლოდ ბარონს

ემსახურებოდა. ამ დროს კი ინგლისში ამის სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება

არსებობდა ვასალების მიმართ, კერძოდ: „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალია“.

შემდეგი საკითხი რომელზეც მინდა ვისაუბრო არის გლეხების დაცვა.

მანამ სანამ მეომართა ფენა ჩამოყალიბდებოდა გერმანელი ტომების რომში დასახლების

დროს თითოეული გერმანელი მიწათმოქმედიც იყო და მეომარიც, ხოლო მეომართდა

ფენის გაჩენის შემდეგ გლეხი ირჩევდა მონასტრის, ძლიერი მეზობლის ან სენიორის

მფარველობას, რადგანაც მას საკუთარი ოჯახის და მეურნეობის მარტო დაცვა აღარ

შეეძლო. დაცვის სანაცვლოდ გლეხი უარს აცხადებდა პირად თავისუფლებასა და მიწის

საკუთრებაზე. ასეთი ურთიერთობის შედეგად გლეხი მით უფრო უსაფრთხოდ

გრძნობდა თავს, რაც უფრო ძლიერი იყო სინიორი, ხოლო სინიორი რაც უფრო მეტ მიწას

და გლეხს ფლობდა მით უფრო მდიდარი და ძლიერი გახლდათ.

ერთის მხრივ ასეთი დაცვა კარგი იყო, მაგრამ მის სანაცვლოდ გლეხებს კანონით

განსაზღვრული გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდათ. ამ ვალდებულებებში

შედიოდა: სურსათი ან ფულადი გადასახადები, მიწაზე მუშაობა, ყურძნის დაწურვა,

სენიორის მიერ დაწესებული გადასახადის საფასურად მის წისქვილში მარცვლეულის

დაფქვა, საზოგადოებრივი სამსახურის შესრულება (მაგ: გზების, ხიდების შეკეთება) და

სხვა. ამასთანავე, გლეხი ვალდებული იყო დამორჩილებოდა ბატონის სასამართლო

განაჩენს.


იქიდან გამომდინარე რომ სენიორის სიმდიდრე გლეხის შეძლებულობაზე იყო

დამოკიდებული, სენიორები დაინტერესებულები იყვნენ თავიანთი გლეხების

უსაფრთხოებით და სიძლიერით.

რადგანაც სენიორის და გლეხის ურთიერთობას კანონი არეგულირებდა ზოგიერთ

ქვეყანაში სენიორების მიერ კანონის დარღვევის გამო გლეხებს შეეძლოთ

სასამართლოსთვის მიემართათ და ისინი ხშირად საქმეს იგებდნენ კიდევაც.

თავდაპირველად, გლეხი ასეთი მორჩილების მიუხედავად მძიმე მდგომარეობაში არ

იმყოფებოდა, რადგანაც თვითონაც ვერ აწარმოებდა ბევრ სურსათს, შესაბამისად,

ბატონიც ბევრს ვერაფერს წაართმევდა. ამასათანავე, სურსათის დიდხანს შენახვა მაშინ

შეუძლებელი იყო და სენიორი მარტო იმდენს თხოულობდა რამდენიც მას და მის ოჯახს

სჭირდებოდათ. თუმცა მას შედეგ რაც ვაჭრობა განვითარდა ბატონებმა გასაყიდი

ზედმეტი პროდუქტის ამოღება დაიწყეს და ამ უკანასკნელმა სიტუაცია საკმაოდ

დაამძიმა. თუ სენიორის მოთხოვნები დაშვებულ ზღვარს გასცდებოდა გლეხი მას

წინააღმდეგობას უწევდა. იგი მისგან გარბოდა, ან მეურნეობას აყენებდა ზიანს. ასეთი

სიტუაცია თუ აუტანელი გახდებოდა შესაძლებელი იყო გლეხებს აჯანყება დაეწყოთ. ამ

უკანასკნელის შემთხვევაში კი ყველაფერს ძალა გადაწყვეტდა. საბოლოოდ ასეც მოხდა.

გლეხებმა ნორმანდიის სხვადასხვა საგრაფოებში შეკრებები მოაწყვეს და გადაწყვიტეს

რომ საკუთარი წესებით ეცხოვრათ, ანუ ტყის და წყლის რესურსი საკუთარი კანონით

გამოეყენებინათ და არ დამორჩილებოდნენ ადრე დადგენილ კანონებს. ისინი

თითოეულ შეკრებაზე ორ-ორ წარმომადგენელს ირჩევდნენ, რომლებსაც ევალებოდათ

მათი მოთხოვნები დასამტკიცებლად წარდგენათ ქვეყნის საერთო კრებაზე. როდესაც

ჰერცოგებმა ეს ამბავი შეიტყვეს გლეხების წინააღმდეგ გრაფი რაული გაგზავნეს

რაინდებთან ერთად, იმისთვის რომ ჩაეხშო გლეხების შეკრებები. გრაფმა

წარმომადგენლები ჩუმად შეიპყრო, ხელ-ფეხი დააჭრა და ასე გაგზავნა

თანამზრახველებთან, რათა მათ უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ საკუთრ მოთხოვნებზე.

ასეთმა მოპყტობამ სასურველი შედეგი გამოიღო. გლეხებმა შეწყვიტეს შეკრებები და

მინდვრებს დაუბრუნდენ, ანუ, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ძალამ გადაწყვიტა.


რაც შეეხება ქალაქებს შუა საუკუნეებში, მას შემდეგ რაც რომი დაეცა, რასაც გერმანელი

ტომების ხშირი თავდასხმებიც დაემატა, საბოლოოდ იმპერიის ჩრდილოეთ ოლქებში

ქალაქების უმრავლესობა მოსახლეობისგან დაიცალა. ამ პროცესს ხელი შეუწყო იმანაც

რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპაში ნატურალური მეურნეობა იყო

გავრცელებული. ეს კი გულისხმობდა რომ მოსახლეობას თავად შეეძლო როგორც

საკვებით, ასევე ხელოსნური ნაწარმითაც უზრუნველეყო საკუთარი თავი. აქედან

გამომდინარე ძველ ან თუნდაც ახალი ქალაქების უმეტესობას თავდაცვითი,

ადმინისტრაციული, ციხესიმაგრის ან კიდევ საეკლესიო ცენტრის ფუნქცია გააჩნდა.

ზოგჯერ ქალაქს აქედნ ერთ-ერთი ფუნქცია ეკისრა, ზოგჯერ ერთდროულად ორი,

ზოგჯერ კი ყველა ერთად.

ევროპაში IX საუკუნის II ნახევარიდან საქალაქო ცხოვრების ახალი აღმავლობა დაიწყო.

რაც რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული.

პირველი - გაიზარდა შრომის ნაყოფიერება. გლეხს მოყვანილი პროდუქტით შეეძლო

საკუთარი ოჯახის და სენიორის გამოკვება, ამასთნავე კიდევ რჩებოდა რაღაც ნაწილი

რომელსაც ქალაქში ყიდდა. ამ ფაქტის გამო ქალაქები სწორედ იქ იქმნებოდა სადაც

სურსათის ნაკლებობა არ იგრძნობოდა.

მეორე - ქალაქში გასაყიდი, ანუ ზედმეტი, პროდუქტი გროვდებოდა იქ, სადაც გლეხი

თავს თავისუფლად გრძნობდა და უშფოთველად შრომა შეეძლო, იქ, სადაც ყოველ წამს

არ ელოდა მტრის თავდასხმას და გამუდმებით გაქცევაზე ფიქრი არ ესაჭიროებოდა.

იმის ხარჯზე რომ გლეხი გამუდმებულ საფრთხეს არ გრძნობდა, იგი ახერხებდა შრომის

იარაღების, საქონლისა და მიწის მოვლის მეთოდების გაუმჯობესებას. ასევე იმასაც რომ

წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება შვილებისთვის გადაეცა. ქვეყანაში ასეთ

სიმშვიდეს, რომელიც ამდაგვარი განვითარების საწინდარი იყო, პროფესიონალი

მეომრებისა და ძლიერი სახელწიფო სტრუქტურების არსებობა უზრუნველყოფდა.

ამ ყოველივესთან ერთად ახალი ქალაქის შესაქმნელად ჭარბი მოსახლეობაც საჭირო

იყო. მისი მოსახლეობა კი სოფლის მაცხოვრებლების ხარჯზე იზრდებოდა. ეს


მაცხოვრებლები სოფელს დასამუშავებელი მიწების ამოწურვისა და სოფლის

მოსახლეობის სიჭარბის გამო ტოვედნენ.

მიწის გარეშე დარჩენილი სოფლის მაცხოვრებლები ქალაქს აფარებდნენ თავს, რათა

თავი გამოეკვებათ და ახალი ხელოსნური პროფესიები აეთვისებინათ. ხელოსნების

ერთი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნივთებს, შრომის და საბრძოლო იარაღებს, სამკაულებს

ამზადებდა, ხოლო მეორე ნაწილი ყასაბებისგან, მეფუნთუშეებისგან შედგებოდა.

იმისთვის რომ მაღალი ხარისხის სახელოსნო ნაწარმი შექმნილიყო იგი უნდა

გაეკეთებინა პროფესიონალს, შესაბამისად, მჭედელს მინდორში არ უნდა ემუშავა, მისი

მთავარი საზრუნავი საკუთარი ნაწარმის გაუმჯობესება უნდა ყოფილიყო.

ზემოთ ხსენებულის გამო X – XI საუკუნეებში შეიქმნა დასახლებები სადაც მიწის

ნაკვეთები ცოტა იყო და ამიტომაც აქ ძირითადად ხელოსნები ცხოვრობდნენ. ისინი

ხარისხინი სახელოსნო ნაწარმით მთელ რეგიონს ამარაგებდნენ. სწორედ დასახლებების

ასეთმა განვითარებამ გამოიწვია ახალი ქალაქების შექმნა.

როგორც წესი, შუა საკუნეებში ახალი ქალაქები ძირითდად სავაჭრო გზების

გადაკვეთაზე იქმნებოდა. ასევე ხიდებთან, მდინარეების ფონებთან, ანუ იმ ადგილებთან

სადაც უფრო შესაძლებელია ხელოსნების მიერ შექმნილ ნაწარმს მყიდველი

გამოსჩენოდა. ქალაქები აგრეთვე ძლიერი სენიორების ციხესიმაგრის მახლობლადაც

იქმნებოდა, რათა მათ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ მაცხოვრებლები დაეცვათ.

სენიორებისთვის ასეთ დასახლებას დიდი შემოსავალი მოჰქონდა. პირველ რიგში

დაწესებული გადასახადების გამო და შემდეგ იმ ჯარიმების ხარჯზეც, რომლებსაც აქ

ჩამოსულ სტუმრებს კანონდარღვევისთვის აკისრებდნენ. ხშირ შემთხვევაში სენიორი

ქალაქის მმართელის ხელმძღვანელი და მთვარი მოსამართლეც იყო.

უნდა აღინიშნოს რომ, ხელოსნების გარდა, ზემოთ ხსენებულ ქალაქში ვაჭრებიც

ცხოვრობდნენ და ქალაქის მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილსაც წარმოადგენდნენ. ამის

გამო ვაჭრები ცდილობდნენ რომ ქალაქის სხვა მაცხოვრებლებზე გავლენა

მოეპოვებინათ. ქალაქის უმდიდრესი ოჯახები ერთმანეთს უნათესავდებოდნენ, რამაც

დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა მოქალაქეთა ზედა ფენა - პატრიციატი.


რაც შეეხება თავდაცვას, ამგვარ ქალქებს უსაფრთხოების მიზნით თავიდან თხრილებით

და მიწაყრილებით, შემდეგ კი ქვის ან ხის გალავნითა და კოშკებით ამაგრებდნენ.

ქალქის შიგნით კი სპეციალური საქალაქო კანონები მოქმდებდა. მას საკუთრი

მმართველობა და სასამართლო ჰყავდა. მოქალაქეთა უფლებები სხვადასხვა

დოკუმენტებში იყო ჩაწერილი. ქალაქში არსებობდა წესი: „ქალაქის ჰაერი თავისუფალ

ადამიანად გაქცევს“. ამის გამო ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, რადგანაც

მას თავს აფარებდნენ ბატონისგან გამოქცეული გლეხები. თუ ასეთი გლეხი ქალაქში

ერთ წელსა და ერთ დღეს დაიმალებოდა მას თავის ბატონთან აღარ აბრუნებდნენ.


ქალაქში სამღვდელოებაც ცხოვრობდა, რომელთათვისაც მოსახლეობა ეკლესია-

მონსტრებს აგებდა. თავის ციხე-სიმაგრეებს ტოვებნენ მეფეები და სენიორები და


თავიანთ მსახურებთან ერთად ქალაქებში გადადიოდნენ საცხოვრებლად. ამასთანვე

ასეთი მდიდარი ქალაქებისკენ მიისწრაფოდნენ მევახშეები, ღარიბ-ღატაკები,

მოხეტიალე მსახიობები, თავგადასავლების მაძიებელნი. ამ ყოველივეს გამო

მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, რაც ქმნიდა ქალაქის გაფართოების

აუცილებლობას. ამიტომ დაიწყო ახალი სიმაგრეების აშენება და გაიზარდა ქალაქის

საზღვრებიც.

მოკლედ რომ ითქვას, ევროპაში საქალაქო ცხოვრება ფეოდალიზმის ეპოქაში საკმაოდ

განვითარდა, რასაც ადასტურებს ჩემს რეფერატიში განხილული საკითხები.

 
 
 

Recent Posts

See All
ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათის, იგივე „ბრინჯაოს“ მღვიმე მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, მდ. ჭიშურას ხეობაში, ზღვის დონიდან 320...

 
 
 

Comentarios


bottom of page