პირველყოფილი ადამიანის მიგრაციები
- ქეთევან წიგნაძე
- Feb 1, 2021
- 4 min read
სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში, ვისაუბროთ ზოგადად
მიგრაციის შესახებ და განვმარტოთ იგი.
ცალკეული პირების, ან ჯგუფის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, გადასახლებას,
მიგრაცია ეწოდება. მიგრაცია გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებითა და ფაქტორებით,
როგორებიცაა: ეკოლოგიური კატასტროფები, უკეთესი ეკოლოგიური პერსპექტივები და
ასე შემდეგ.
მიგრაცია არსებობს რამდენიმე სახის: შიდა და გარე მიგრაცია, ქანქარისებური მიგრაცია,
მუდმივი და დროებითი მიგრაციები. შიდა მიგრაციაა, როდესაც ადამიანი გადადის
ერთი რეგიონიდან მეორეში, ხოლო გარეა, როდესაც მიგრაცია ხდება ერთი ქვეყნიდან
მეორე ქვეყანაში. რაც შეეხება ქანქარისებურ მიგრაციას, ამ უკანასკნელის შემთხვევაში
მიმდინარეობს მოსახლეობის პერიოდული გადინება-შემოდნება ერთი რეგიონიდან
მეორეში.
ახლა განვიხილოთ მუდმივი და დროებითი მიგრაციები. მუდმივი დაკავშირებულია
საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან, ხოლო დროებითი ნიშნავს,
გადასახლებას საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ არა სამუდამო, დროით.
ჩემ მიერ წარდგენილ რეფერატში, თემატიკიდან გამომდინარე, საუბარი მექნება ჰომო
საპიენსის მიგრაციაზე და აღვნიშნავ კიდეც მიგრაციის რომელი ტიპი გამოიყენა მან.
პირველყოფილმა ადამიანებმა მიგრირება დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ დაიწყეს.
როგორც ცნობილია, ადამიანები თავდაპირველად აფრიკის კონტინენტზე სახლობდნენ.
აფრიკის კონტინენტიდან მიგრაცია ჰომო ერექტუსმა დაიწყო და სხვა სახეობებმა
განაგრძეს.
ჰომო ერექტუსის მერე, დაახლოებით 100 000 წლის წინ, ჰომო საპიენსმაც დატოვა
აფრიკის ტერიტორია და ორივე სახეობამ, დაახლოებით 60 000 წლის წინ, სამხრეთ
აზიის დიდი ნაწილი დაფარა. ამის შემდეგ უფრო ფართო მიგრაციები დაიწყო.
ყველა ინფორმაცია რაც პირველყოფილი ადამიანების მიგრაციისა და მათი
გადადგილების შესახებ გვაქვს, ძირითადად, არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნამარხის, ან სხვა სახის უძველესი
დეტალების აღოჩენა, რომლებიც ადრეული ადამიანების მიგრაციის შესახებ დამატებით
ინფორმაციას მოგვაწვდიდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიგრიგება ჰომო ერექტუსმა დაიწყო. ეს იყო ჯერ შიდა
მიგრაცია აფრიკის კონტინენტზე, შემდეგ კი გარე მიგრაცია როგორც ევროპის, ასევე
აზიის მიმართულებით. თუმცა სანამ უშუალოდ ამ საკითხზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე
სიტყვით ჰომო ერექტუსი აღვწეროთ.
ჰომო ერექტუსი, იგივე გამართულად მოსიარულე ადამიანი, ჰომოს სახეობის უძველესი
წარმომადგენელია. იგი 2 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ამ სახეობის პირველი
წარმომადგენელი, 1891 წელს, გერმანელმა მეცნიერმა ეჟენ დიუბუამ აღოაჩინა, იავას
გათხრების დროს. დიუბუამ მას იტჰეცანტჰროპუს ერეცტუს უწოდა, რაც „ადამიანის
მსგავს გამართულ მაიმუნს“ ნიშნავს, თუმცა ჩვენ მას ჰომო ერექტუსის სახელით
მოვიხსნიებთ.
გამოიყოფა ჰომო ერექტუსის 2 სახეობა: ჰომო ერგასტერი და ჰომო ერექტუსი. ჰომო
ერგასტერის ნამარხები ჰომო ერექტუსთან შედარებით ძველია და ნაპოვნია თითქმის
მთელი აფრიკის ტერიტორიაზე. მას აფრიკის კონტინენტი არ დაუტოვებია. ჰომო
ერექტუსის ნამარხები კი აფრიკის კონტინენტთან ერთად, ევროპასა და აზიაშიც არის
აღმოჩენილი. იგი ევრაზიის გავლით მივიდა ესპანეთმდე, აღოსავლეთით კი
ინდონეზიასა და ჩინეთამდე. თვლიან რომ, უკეთესია თუ ჰომო ერგასტერს ჰომო
საპიენსის ადრინდელ სტადიად განვიხილავთ და ორივე მათგანს ერთ სახეობად, ანუ
ჰომო ერექტუსად მოვიხსენიებთ.
ჰომო ერექტუსს შეეძლო მხოლოდ უკანა კიდურებზე გადაადგილება და ამზადებდა
მარტო მისთვის დამახასიათებელ ქვის იარაღს. მისი მონაცემები ასეთია: სიმაღლე - 1.50-
1.80, ტვინის მოცულობა - 900-1200 სმ/კუბი, წონა - 70 კგ. მის საკვებ რაციონში თევზი,
უმი ან მოხარშული ხორცი, ფესვები და ხილი შედიოდა. ჰომო ერექტუსები, ძირითდად,
ორგანიზებულ მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ. მათ პირველებმა დაამზადეს ორივე
მხრიდან მჭრელი იარაღი - ბიფასი. ამ სახეობას შეეძლო ცეცხლის მოპოვება, გამოყენება
და დანაწევრებულად მეტყველება.
რაც შეეხება ცეცხლის გამოყენებას, ეს, ძირითადად, ნადირობისას ხდებოდა, რაც
დადასტურებულიცაა იმით რომ აღმოჩენილია ზოგიერთი ისეთი ადრეული ძეგლი,
რომელზეც ცეცხლის გამოყენებამ თავისი საკუთარი კვალი დატოვა.
როგორ იყენებდნენ ჰომო ერექტუსები ცეცხლს ნადირობისას? ისინი ცეცხლის
მეშვეობით ცხოველს საკუთრი ბუნაგიდან დევნიდნენ და მონადირეებისკენ
მიერეკებოდნენ.
ჰომო ერექტუსი იყენებდა მეხის დაცემით გაჩენილ ცეცხლს, მაგრამ დაზუსტებით არაა
ცნობილი თავად შეეძლო თუ არა მისი დანთება. მეცნიერების ვარუდით, მათ შეეძლოთ
ცეცხლის ბუნებრივად მოპოვება, რადგანაც ცივი ზამთრის პირობებში ცხოვრობდნენ
და, სულ მცირე, გასათბობად მაინც დასჭირდებოდათ ცეცხლი. ეს სახეობა საჭიროების
შემთხვევაში საცხოვრებელ ქოხებსაც აგებდა.
რაც შეეხება მიგრაციის, ჰომო ერექტუსმა აფრიკის კონტინეტზე გადაადგილება
დაახლოებით 2-1.9 მილიონი წლის წინ დაიწყო. აღმოჩენილ ნამარხებზე დაყრდნობით,
შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს სახეობა აფრიკის სხვადასხვა რეგიონებში ცენტრალური
აფრიკიდან გავრცელდა. ჰომო ერექტუსს შეეძლო მუდმივად ცვალებად საცხოვრებელ
პირობებთნ ადაპტაცია და ამასთან ერთად საცხოვრებელი არიალის გაფართოებაც. ასე
მოიქცა კიდევაც, თავიდან ჩრდილოეთ აფრიკის, შემდეგ კი ევრაზიის მიმართულებით
გააფართოვა საკუთარი არეალი.
დაახლოებით 500 000 წლამდე, მანამდე სანამ კლიმატური პირობები მკვეთრად
შეიცვლილებოდა, ჰომო ერექტუსმა ანატომიურად უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა.
მაგრამ, მოგვიანებით, კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ თავის მხრივ ევოლუციური
ცვლილებებიც გამოიწვია და ეს სახეობაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ჰომო ერექტუსმა
დაიმორჩილა ცეცხლი, სრულყო სანადირო ხელოვნება და სანადირო იარაღი.
სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა განვითრებამ შეუწყო ხელი 500 000 წლის წინ მის
გადასვლას აზიისა და ევროპის შედარებით ცივ ზონებში.
ჰომო ერექტუსის გადაადგილებაზე დაკვირვება და საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრა იმ მხრივაც მნიშვნელოვანია რომ დავადგინოთ თუ ვინ იყო მისი წინაპარი.
ჰომო ერექტუსები გვიანდელ ჰომო ჰაბილისთან ერთად ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ
აფრიკაში. მათი თანაცხოვრება რამდენიმე ასეულ ათას წელიწადს გაგრძელდა, რითაც
დადასტურდა რომ ჰომო ერექტუსის უშუალო წინამორბედი შედარებით ადრეული
ჰომო ჰაბილისი იყო, ან შესაძლოა კიდევ რომელიმე სხვა სახეობის ადრეული ადამიანი,
რომელიც ჯერ კიდევ არაა აღოჩენილი.
იმ უძველესი ნამარხებიდან, რომლებიც აფრიკის ტერიტორიაზეა მოპოვებული, და
ჰომო ერექტუსს მიეკუთვნება, აღსანიშნავია 1954-55 წლების კვლევის შედეგად
თანამედროვე ალჟრის ტერიტორიაზე აღოჩენილი ნამარხები. ისინი დახლოებით 700
000 წლის წინანდელია და საკმაოდ გავს მაროკოს ტერიტორიაზე აღოჩენილ ნამარხებს,
თუმცა კბილების და ყბის ფორმით განსხვავდება შედარებით გვიანდელი აზიის
ტერიტორიაზე აღოჩენილი ჰომო ერექტუსის ნამარხი ფორმებისგან. აქედან
გამომდინარე, ვარაუდობენ რომ ეს სახეობა ცენტრალური აფრიკიდან გადავიდა
აღმოსავლეთ აფრიკაში.
ტანზანიაში, 1960 წლის გათხრების შედეგად, აღოჩენილ იქნა ჰომო ერექტუსის 1.2
მილიონი წლით დათარიღებული ჩონჩხი. ამის გარდა ნაპოვნია დამატებითი
ფრაგმენტული ნამარხები, მაგრამ მათზე დაყრდნობით მაინც იქმნება წარმოდგენა
აღმოსავლეთაფრიკელ ჰომო ერექტუსზე.
1984 წელს კენიაში აღმოაჩნეს 1.6 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი. იგი ცნობილია
როგორც „Turkana Boy“. ეს ბიჭი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი სხეულის
პარამეტრებზე, ტვინის მოცულობაზე და გარეგან დაკვირვებებზე დაყრდნობით
ცნობილი გახდა რომ ის და მასთან ერთად აღმოჩენილი ჩონჩხები მიეკუთნება ჰომო
ერექტუსის იმ სახეობას, რომელიც უნდა იყოს ამ სახეობის იმ ადამიანების წინამორბედი
რომლებიც შემდგომ აფრიკიდან აზიაში გადავიდნენ.
ახლა კი ვისაუბროთ ჰომო ერექტუსის მიგრაციაზე აფრიკიდან სხვა კონტინენტების
მიმართულებით.
ზემოთ ხსენებული მიგრაცია დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინ დაიწყო და
ასეულობით ათასი წელი გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე პირველყოფილ ადამიანთა
ამ სახეობამ ევროპასა და აზიაში აითვისა სამხრეთ ნაწილი და თანამედროვე
ინდონეზიამდეც მიაღწია.
ჰომო ერექტუსის შიდააფრიკული მიგრაციის კვანძის გაგრძელებაა,
თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე, უბეიდიაში აღმოჩენილი ჰომო ერექტუსის
ნამარხები. ასეთმა აღმოჩენამ ცხადყო რომ ადრეულმა ადამიანმა გააღწია აფრიკიდან და
ისინი, მეცნიერთა აზრით, ევრაზიათან ლევანტინის კორიდორმა დააკავშირა. იგი
მათთვის ერთგვარ სახმელთო ხიდად იქცა.
ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, იავაზე, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ
აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის თავის ქალის ზედა ნაწილი და ბარძაყის ძვლები. ამ
ძეგლებზე ჩატარებული კვლევის თანახმად ისინი ჰომო ერექტუსს ეკუთვნოდა,
რომელიც ინდონეზიაში სავარაუდოდ აფრიკიდან მოხვდა. მოცემული კვლევა იმის
მანიშნებელია რომ ჰომო ერექტუსი მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით
არ გადაადგილდებოდა. ამასთან ერთად ჰომო ერექტუსს მიეკუთვნება ჩინეთში,
ჟოუკოუდიანში, აღმოჩენელი 500 000 წლის „Peking Man” და ამავე ქვეყანაში სხვადასხვა
ადგილებში, კერძოდ: ლანტიანში, ჰექსიანში, იუანმუში ნაპოვნი ნამარხები. აქ ნაპოვნმა
ასეთი რაოდენების ნამარხებმა დაადასტურა რომ ამ სახეობის საკმაოდ ბევრი
წარმომადგენელი გადავიდა აფრიკიდან თანამედროვე ჩინეთში, აქედან კი ჰომო
ერექტუსის გავრცელების ხაზი კავკასიისკენ მიდის. დმანისში აღოჩენილი თავის
ქალებიდან ერთ-ერთი ჰომო ერექტუსის ადრეულ ფორმას ეკუთვნის. იგი დაახლოებით
1.8 მილიონი წლის წინანდელია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ადრეული ადამიანის
ამ სახეობის კვალი აქ სხვა ტერიტორიაზე აღარ მოიპოვება, ვარაუდობენ რომ, მიგრაციის
ტალღა კავკასიის მიმართულებით დმანისში შეწყდა.
ჰომო ერექტუსის ნამარხები ასევე აღმოჩენილია თანამედროვე საბერძნეთის
ტერიტორიაზე, კერძოდ ანტიკურ მიგდონიაში. მეცნიერების აზრით, ჰომო ერექტუსი აქ
მცირე აზიის გავლით მოხვდა. გარდა ამისა, ადამიანის ამ სახეობის ნამარხები
აღმოჩენილია თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზეც. წინა მიგრაციებისგან
განსხვავებით აქ არ არის დაზუსტებული თუ საიდან გადავიდა ჰომო ერექტუსი
ესპანეთში. არის ორი მოსაზრება: პირველი - ის აქ ალჟირის გავლით მოხვდა, ანუ
ოდესღაც პირინეს ნახევარკუნძული აფრიკასთან იყო დაკავშირებული, და მეორე - ჰომო
ერექტუსი მოცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე საბერძნეთში აღმოჩენილი ჰომო
ერექტუსების მიგრაციის შემდგომი ტალღის შემდეგ აღმოჩნდა.
Comments